კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ისე ვერ გამოვსულვარ

მე შინიდან გარეთა,

რომ არ ამეკვიატო

გულსაკლავად, მწარედა.

ისე ვერ გამივლია

მაღაზიის წინარე,

რომ არ შემომწუწუნო.

ცრემლებჩამომდინარე,

არ გაშინებს ნივთების

სიმძიმე და სიდიდე,

ყველაფერზე იძახი:

„მიყიდე!“ და „მიყიდე!“

შუშაბანდს რომ დაჰყურებ,

მორთულს ნაირფერებად,

ყველა ნივთი შენს ასაკს

განა შეეფერება?

რაც გეკუთვნის, მე ვიცი,

კიდეც შემიძენია,

ეს ხრიალა, ეს ბურთი,

ეს თოჯინაც შენია.

შენ კი რასაც შეხედავ,

სადაც უნდა მიხვიდე,

ყველაფერზე იძახი:

"მიყიდე!“ და „მიყიდე!“

კმარა, ჩემო შვილიკო,

კმარა, თორემ, იცოდე,

ნამდვილ სახელს წაგართმევ

და "მიყიდეს“ გიწოდებ.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იოსებ გრიშაშვილი  • • •   იოსებ გრიშაშვილის პოეზია

მსგავსი თემები