კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

რა ფერმკრთალი ხარ, მეგობარო! შენი მნახველი

შედგება ერთ წამს და... სექტემბრის დღეს შეგადარებს.

„ახ, საწყალიო!“ დაიკვნესებს, დაიმწუხარებს

და შეგიცოდებს თვით მტერიც კი, ავად მძრახველი.


მე, როცა მესმის შენი ნაზი ამონახველი,

ვგრძნობ, რომ ესწრაფვი სასაფლაოს ურაზო კარებს, -

მაგრამ ჩემსავით თვით სიკვდილიც ვერ შეგიყვარებს,

სიკვდილი ტრფობის ერთადერთი გამომსახველი.


მაგრამ, ვინ იცის! შენ ჩემზე წინ, შენ ჩემზე ადრე

თახთახ სუდარით თუ მობურე, თუ მოიჩადრე

ეგ სათნო სახე, ლმობიერი ეგ შენი სახე:


გემუდარები - რომ არ ვგრძნობდე იქ თავსა ობლად -

შენსა საფლავთან, მეგობარო, შენსა მახლობლად

ერთი ადგილი, ვიდრე მოვალ, მეც შემინახე!


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იოსებ გრიშაშვილი  • • •   იოსებ გრიშაშვილის პოეზია

მსგავსი თემები