I
ნუ, ნუ სტირი, რისთვის ჰგოდებ, გენაცვა შენც მიყვარხარ, განა არ მებრალები? მაგრამ ეხლა ავირჩიე მე სულ სხვა, - სად შენა და სად იმისი თვალები! დაგენაცვლოს ყველა უბნის ქალები, მაგრამ მაინც ის გჯობია, კარგია, - სად შენა და სად იმისი თვალები! წარბ-წამწამი, ლოყის თავზე ხალები, მაინც ვიტყვი, ჩამიწყვიტონ თუ გინდ ხმა, სად შენა და სად იმისი თვალები! მოვიკრიბო სუსტმა მდევის ძალები; გულის კლიტევ, სამოთხის გასაღებო, სად შენა და სად იმისი თვალები.
II
გაზაფხულდა, გაზაფხულდა, ბუჩქ-ქვეშ ია აკმევს გუნდრუკს, ყველას ნატვრა შეუსრულდა და მტკვარიც კი უკრავს დუდუკს. ხან მოლოქსა, ხან დანდურსა, ვარსკვლავებიც ცის გუმბათზე თამაშობენ ბაღდადურსა. დე რაყიფი ცრემლებს ღვრიდეს, სულის კოლოფს დაგიწუწნავ, ჯეირანო, არ შეგცივდეს! გადმოიჭრა ძირს ანკარა, და ქოჩორში ვარდს შხეფებით ლოთიანად ჩააფარა; ფრთებ-ნატკენი, თავდახრილი, და ატირდა, როგორც ყველი, ახალ დანით გადაჭრილი. ვქეიფობდეთ, წვიმაც სცრიდეს, მე გავიხდი, შენ ჩაგაცმევ, ჯეირანო, არ შეგცივდეს!
III
მე მოგიტან დახალულ ნუშს, ნუღლს, ნიამფურს, ბატიბუტებს, და გაკოცებ, და ეს ქცევა, გთხოვ, ნუ გაწყენს-გაგაბუტებს. ორივენი გავემკლაოთ, რომ ეგ მკერდი გადაიქცეს ჩემი გულის სასაფლაოდ. თავს გადამხდა, გახსოვს, იმ დღეს? უჰ, მე შენი... სული ვჭამე! ჯეირანო, არ შეგცივდეს!
IV
ბევრჯერ, ქრისტეს დეკეულო, დამტანჯე და ამაკვნესე, ბევრჯერ გულში ვარდის ნაცვლად შენ წიწაკა დამითესე. შენი ეშხით, გეთაყვანე, ისე დავდნი, რომ ვაჟკაცი კიტრის ნაფცქვენს დავემგვანე! თუ ცის აჯალს შეუშინდეს. დე მზად მქონდეს მე საფლავი, ოღონდ შენ კი არ შეგცივდეს! გთხოვ, მიყავი ეს სიკეთე, შენ რომ გძინავს იმ ტახტიდან ფიცრის კუბო გამიკეთე. და განაყიდ გროშებითა წამასვენეთ გორხანებზედ ჩემი ამქრის დროშებითა. ცრემლი არვის ჩამოსცვივდეს, და მიმღერეთ ეს მასრაფი: "ჯეირანო, არ შეგცივდეს!“ |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |