თოვლის მხარე, ნისლიანი მთა და ბარი. მოვიმხარი მისი გზები, სიცივე და მღვრიე დარი... ზარზე ზარი, სწრაფი, ჩქარი, მღელვარებათ ჩქეფდა ღვარი, ტრიალებდა, როგორც ფარი, შემოდგომის ჩქარი ქარი. ნანგრევები, ნატახტარი... მეფე ტყვეა; ტყვეა მეფის ამირბარი, სპასალარი. აქეთ ქუჩა, იქით ჯარი და დროშები გარი-გარი... ისევ ქარი... მღვრიე ქარი. იკეცება ალყად ჯარი. ცხენზე მჯდარი მწარედ ჰკივის მეომარი. კანონადა მშობლიური და ღრუბელი შავად მდგარი . ისევ ქარი, მღვრიე ქარი. თქეში, მთელი ნიაგარი. სული ძლიერ აფეთქების და სიცივე ჯადოქარი. ისევ მძიმე პეტერბურგი და ამინდი ბობოქარი... ისევ ქარი, მღვრიე ქარი! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |