რა კარგად ჩანს ჯვრის და სვეტიცხოვლის ხედი! ისმის ლოცვა ჩუმი მუხლმოყრილი დედის დაფარფატებს საყდრებს ათასობით მტრედი! ქრისტე აღსდგა მკვდრეთით! ქრისტე აღსდგა მკვდრეთით!
დრო დგას საოცარი-თავად უფლის ჭვრეტის! ჯვარი, ყველგან ჯვარი მთლად სამშობლო - ჯვრეთი! ქრისტე აღსდგა მკვდრეთით! ქრისტე აღსდგა მკვდრეთით!
ზოგი მიდის მცხეთას, სხვა ბრუნდება მცხეთით! სიხარულისაა, შენ რომ გესხმის რეტი! ქრისტე აღსდგა მკვდრეთით! ქრისტე აღსდგა მკვდრეთით! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |