კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ჩამომიქროლა ლამაზმა,

ვარდის სურნელი მეცაო,

კოცნა მაჩუქა, ის კოცნა

ცრემლებმა ჩამომრეცხაო.

თავს ვიწონებდი, პერანგი

დედის ნაქარგი მეცვაო,

სევდამ ღრუბლისფრად მიქცია,

დედის თვალების შემრცხვაო.

მას შემდეგ წუთისოფელი

ლოდინად გადამექცაო,

დაეჭვებული ვუცქერი

ძირს მიწას, მაღლა ღმერთსაო.

თუ სადმე ნახოთ, უთხარით,

დანას უშვერდა მკერდსაო,

უჭირისუფლეთ საბრალოს,

ნუ გაუხუნებთ ბედსაო.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - თეიმურაზ ლანჩავა  • • •   თეიმურაზ ლანჩავას პოეზია

მსგავსი თემები