კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ჩემისთანა პატრიოტი

განა არის სადმე კიდე?

გარწმუნებთ, რომ ვერ შეხვდებით

გინდ მოლახოთ კიდით-კიდე.

ღვინოს ბევრს ვსვამ, მიყვარს მწვადი,

არტალა და ჩახოხბილი...

ფლავსაც ხომ სულ ხელითა ვჭამ,

რომ არ მოხვდეს ჩანგალს კბილი!

რაც შეჰფერის მამულიშვილს,

ვასრულებ მეც ყველაფერსა,

უკუღმართის ხმით ვიმღერი

ქართულ მრავალ-ჟამიერსა.

- მე არაფერს არ ვმუშაობ,

მაგრამ სხვებსაც არ ვაძალებ...

ნელა-ნელა „ვაპადალებ“:

და ფულს ვხარჯავ კნიაზურად...

ისე, როგორც ჩალა-ბზესა!..

მამის სული გამიშვია,

ვფიცავ მამინაცვლის მზესა...

ერთი სიტყვით, ქართველობა

გამჯდარი მაქვს სრულად ტანში,

რო მოგწონვართ, თქვენც კი გატყობთ,

აბა, დამიკარით ტაში!..


პოეზიის გვერდი   • • •     • • •   აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა

მსგავსი თემები