კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

(ლ. მ.)

 

ბავშვმა დავღვარე ცრემლი ღვარული

ბევრი წუხილით და დანანებით.

აჰა! ის ქალი და სიყვარული

მოვიდა. მაგრამ დაგვიანებით!

სულში ყვავილი იყო დარგული,

ხმა მეგობრობის დღეთა მზიანთა.

და მეგობარი გადაკარგული

მოვიდა... მაგრამ დააგვიანდა!

ეჰ, მეგობარო! ეს დრო აფთარი

შენ საუკუნის სვლას მიანებე,

ეხლა გვიანი არის ზამთარი,

და ქარი ტირის დაგვიანებით.

იმედი ხდება ნათილისმარი,

მას გარინდება ბედმა მიანდო,

რომ ყველაფერი არის სიზმარი

და რომ ყველაფერს დააგვიანდა.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გალაკტიონ ტაბიძე  • • •   გალაკტიონ ტაბიძის პოეზია

მსგავსი თემები