ლ აჟვარდთან ცაზე სძოვენ თეთრი კრავები, ი ღებება ლურჯი ოქროს ზმორებით. უ ნაზესი ისმის ხმა საკრავების, დ აისრული შორი გადაშორებით - მ ზის გადასვლამ ხმა და ფერი დაწმინდა. ი ბინდება, იბინდება მთაწმინდა ლ ილისფერი ოცნებების ტბორებით. ა ჰ, ეგ თმები ჩემს სახეს რომ ეხება, ს იომ ლურჯი მოგონებით შეღება. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |