ო, ეს თვალღია მოგონებები
შეუბრალებლად სწვავენ წამწამებს
ან რატომ განვვლე ეს ვრცელი წლები,
ან რატომ ვცოცხლობ, რისთვის ვეწამე?
მზე მისთვის ბრწყინავს, რომ დღე - დღეობდეს,
და ძველი წელი ახლით იცვლება...
მოგონებები არ არსებობდეს,
გული სისხლისგან არ დაიცლება.
მირზა გელოვანი - დედამიწა შეიმოსა თეთრი სამოსელით
კონსტანტინე გამსახურდია - პოეტი და მისი ლანდი
ელგუჯა მარღია - განშორების სერენადა
ელგუჯა მარღია - წუხილი