კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ნუ მომწმენდ ცრემლებს... ნუ მომწმენდ ცრემლებს,

მანდილი სისხლით დაინამება,

ნუ, ნუ შემახებ უვნებო ხელებს,

არ მიყვარს გრძნობის განიავება.


თუ გახსოვს სიტყვა ალერსს ჩვეული,

რომ სიყვარული მაქვს გრძნობის ფარად:

მე სამეგობროდ მუდამ რჩეული -

ვიყავ და ასე დავრჩები მარად.


მთვარემ სამხრეთი გადაიარა...

მაწამებს გრძნობა და შენზე ფიქრი,

მინდა დარდები გაგიზიარო,

ო, ეს სიცოცხლე რა ფუჭად მიქრის.

მსგავსი თემები