ისევ შენ და ისევ შენ, ჩემო ტურფავ, ლამაზო, ყველა შენ გენაცვალოს, მოციმციმე ალმასო.
სულ მუდამ მეყვარები; მსურდა შენის ხელებით დამხუჭოდა თვალები!
ახლოს არ მიმიკარა და შენ, ჩემო ლამაზო, არ მითხარ “ხო”, არც “არა”!..
მე სხვას ვერ შევიყვარებ, შენ კი გძულვარ, მაგრამა მე შენ თავს განაცვალებ! |