რად არის ასე უძვირფასესი, წუხილის ასე გამქარვებელი, მშობლიური და შვების მომტანი ეგ თქვენი სახე, სპეტაკი წვერი და თქვენი შუბლი - ეკლესიის თეთრი პორტალი.
მე ვხედავ ხოლმე თქვენს მეტყველ თვალებს და თქვენს ხელებზე დაყრდნობილ ნიკაპს (ასე დაჰყურებს ამაყი ბოტი დაბლა კუნტრუშით მიმავალ თიკანს).
რომ ატარებდით გენერლის მუნდირს ან რომ იყავით მასწავლებლები ქართლის სოფელში და დაგდევდათ ბავშვების გუნდი.
ან "ივერიის" თანამშრომელი ან ნამესტნიკის გერქვათ მოხელე, თქვენს ცრემლში თრთოდა ეს საქართველო და თქვენი ლექსით გულს იოხებდნენ.
და კიდევ ახსოვს ნაოხარ საბძელს, თქვენ ესწრებოდით დევების ქორწილს და ტრიალებდა ოხშივარი საძროხე ქვაბზე.
თქვენი უბიწო და გულუბრყვილო ლექსის ხაფანგში როცა გავები, თქვენი იმედი მერცხალია, იჩხვლიტებიან თქვენი ცრემლები - იაგუნდის ქინძისთავები.
არ არსებობდა თქვენთვის პირადი და ლოცვებივით წერდით ლექსებს, ეკლესიაში უნდა წირვაზე წაგეკითხათ თითქოს კვირადღით.
როგორ ებრძოდა ეჭვის მორიელს. (საცოდავია, ვინც პირდაპირ სათქმელს ვერ ამბობს და იშველიებს ალეგორიებს).
ან ქისტაურში, ან შუამთაში, თქვენს საფლავებზე ჭრიჭინების მღერის კაპელა, ჩუმი ვარსკვლავი დგება ათასი.
ათიათასჯერ გიხდით ბენეფისს, ეტლში ცხენები გამოვუშვით, უნდა გატაროთ, ეტლში შევებათ, როგორც ცხენები.
მხრებზე გასხედან კვირიონები, ფეხზე გაცვიათ ღაზლის წინდები, მუდამ მეოცე საუკუნის ფანჯრებთან დგახართ და მუდამ ჩვენსკენ იყურებით და ირინდებით.
სტრიქონი როცა ჩაგვიქროლებს, როგორც კომეტა, ჩვენთან მოდიხართ, რომ ჩვენთან დადგეთ ოცდამეერთე საუკუნის მისადგომებთან.
სამშობლოს სახელს, მისი უღირსი, თავიდან თავის მტრებს იშორებდა მისი სახელით და ხარობდა ხალხის წუხილში.
აკვანზე დახრილ ქართლის დედას მუდამ ამკობდა, თქვენ დგახართ მუდამ შორიახლოს, თვალს არ გვაცილებთ, ო, თქვენი მზერა რა უმანკოა!..
ახალგაზრდობით, ანდა სიბერით და თქვენთან მხოლოდ პირნათელნი უნდა მოვიდეთ ყველანი, ბოლოს როცა ერთად შევიკრიბებით... |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |