ათასერთი ძაფით ება, თუნდაც ათას ერთი ძაფით, ცასწავალა ცაში წახვალ ჩიტის ლტოლვით და სისწრაფით. ვერც ვერავინ ვერ დაგძრახავს, მოიშორებ ამქვეყნიურ ბორკილებს და ცაში წახვალ. დედამიწის მზიან მინდვრებს, სანამ წახვალ, მგალობელის სახელს ქვეყნად დაიმკვიდრებ. ვინ ოხერი გესვრის საფანტს ან გალიით ვინ გაგყიდის გინდ ძვირად და გინდ იაფად. ყურთასმენას უალერსებ და გულმკერდით შეასკდები განთიადის მოძრავ მესერს. ბოლოს ცაში რომ მიდიხარ, ვაი, რომ ვერ წამოგყვები, ქვევით უნდა ვზილო თიხა. მიწას თავი მოვუდრიკე, აქ ვზეიმობ გამარჯვებას ხელგაშლილი, როგორც ნიკე. რომ ვარგოდეს ნავი ნავად, ამოვხაპო უნდა, ზევით ვერ წამოვალ, უკაცრავად. და მიწაში ჩადის პალო, სოფელს როგორ ვუღალატო, ცაში როგორ გავიპარო? გამამხნევებს მაგალითი, მიწიერის შუამავლად ფრთა გაშალე და გაფრინდი. არ იქნები მაშინ ცალად, მე არა ვარ, მაგრამ ჩემი ფიქრი არის ცასწავალა. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |