კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ზოგჯერ ალალი ხდება არამი,

ამქვეყნად თურმე ესეც ბედია.

უზარმაზარი სევდა-ვარამი

სულის ღრიჭოში შემოეტია.


რა ვქნა? რა ვუყო? სად მოვათავსო?

სად ამოვგმანო? სად ჩავატიო?

არა მკმაროდა დარდი ათასი,

ეხლა კი ამას სად უნდა ვდიო?


ვფიქრობდი, ქვეყნის ხლართებს შევეშვი

და ამაქვეყნად ქედს არვის ვუხრი,

ახლა კი სულის საგოდებელში

გადამეღლიტა ხოხვისგან მუხლი.


ვგრძნობ, რომ ჩემნაირ დაწყევლილ ბედის

ქვეყნად არიან, მართლაც, ცოტანი.

ღმერთო, რა გთხოვო ამაზე მეტი,

კვლავ მე მომკითხე სხვათა ცოდვანი.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ვახუშტი კოტეტიშვილი  • • •   ვახუშტი კოტეტიშვილის პოეზია

მსგავსი თემები