კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

აღარ ველოდი ამნაირ შედეგს,

რომ ცრემლებს კიდევ რამე მადენდა,

მაგრამ რატომღაც წუხანდლის შემდეგ

დღეს, ჩვეულებრივ, ისევ გათენდა.


ისევ გაისმა “რძე” და “მაწონი”,

ხმები, სიცოცხლით ანაბორგალი,

გულიდან ტვინში გადანაწონი

ღამენათევი ფიქრის გორგალი.


დამაძლევინეს ბალღამის ყანწი,

რომლის შესმა და დაცლა არ მსურდა,

სულიერების ნანატრი განძი

უცებ გაქრა და გაუფასურდა.


თუკი გვირგვინი მომერგო ეკლის,

აღარ მსურს, ყალბად რომ ვიბჟუტურო,

არ მინდა, ვიყო უბრალოდ ძეგლი -

გარეთ სავსე და შიგნით ფუტურო.


სიცოცხლეს ვუძლებ ძალის-ძალათი,

ქვეყანა მიჩანს სამსხვერპლო ცეცხლად

და ვგრძნობ, რომ წმინდა სულის ღალატი

ისევე ფასობს ოცდაათ ვერცხლად.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ვახუშტი კოტეტიშვილი  • • •   ვახუშტი კოტეტიშვილის პოეზია

მსგავსი თემები