კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

რაღას არ ნახავს აქ კაცის თვალი,

გასაოცარი, მართლაც ბევრია,

მშრალი ხიდი ქვეშ არ არის წყალი,

სამაგიეროდ ყველაფერია.

დრო იზლაზვნება ნელი ზმორებით,

და გაოცება უფრო დიდია,

როცა ხედავ, რომ პროფესორები

წლობით ნაგროვებ წიგნებს ჰყიდიან.

იქ რაც ვიხილე, მე სახტად დავშთი,

აქ ყველაფერი დროთ უარია,

ძველი დიდების ნამსხვრევთა ნაშთი

დახლად ქცეული ტროტუარია.

და იმის ქიმზე მსხდომთა თვალები

შემოგყურებენ თითქოს ვედრებით,

იქნებ იყიდო ფერნამკრთალები

ღილები, ანდა ძველი მედლები.

და აღარ იცი, რითი აიხსნას,

ეს ვაება რომ მაინც გიზიდავს,

რას აღარ ნახავ: ფინჯანს, ყაისნაღს,

დაბინდულ სარკეს, შუბლის ქინძისთავს.

გზას გავუყვები ტაატ-ტაატით

და გულში ლახვრის დარად ისობა,

აქ უისროა ყველა საათი,

რათა აღნიშნოს მარადისობა.

უმოწყალობა აქ სპექტაკლს აწყობს,

მშრალი ხიდიც ხომ უწყლო ხიდია.

არავის აწყობს უწყალო აწმყო,

და მომავლისთვის წარსულს ჰყიდიან.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ვახუშტი კოტეტიშვილი  • • •   ვახუშტი კოტეტიშვილის პოეზია

მსგავსი თემები