კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

მინდორთა მშვენება - ზღაპრული

გახუნდა, დაეტყო ცვლილება,

მიდიან დღეები ზაფხული

ილევა,

ილევა,

ილევა...

ტყეები ფერგადაზაფრული

გრიგალებს დაუდგნენ თავდებად,

თავდება მცხუნვარე ზაფხული.

თავდება,

თავდება,

თავდება...

კლდეები შავ ნისლში ჩაფლული

გოდებენ, ჩივიან კაცივით:

რა იქნა სითბო და ზაფხული -

გავცივდით,

გავცივდით,

გავცივდით...

მე ვიღას შევჩივლო ნაკლული,

ეს გული ვიღასთან გადავხსნა?

აღარც შენ და აღარც ზაფხული

რაღა ვქნა,

რაღა ვქნა,

რაღა ვქნა...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - გაბრიელ ჯაბუშანური  • • •  გაბრიელ ჯაბუშანურის პოეზია

მსგავსი თემები