ნიავმა წყნარად წაისისინა, ხევში შეიჭრა და მიიძინა; შეწყდა, ნუგეშო, ბულბულის სტვენა, მზე ჩაესვენა.
მთის ხრიოკებში რაკრაკებს წყარო, გაჟღენთილია ტკბილ სურნელებით მთელი სამყარო.
ასავარცხლებულ მთებს იქით კვდება, გაფერმკრთალებით ცა მოწმენდილი ტბაში ფერფლდება...
ქვეყნად მოსცურავს მსუბუქი ფრთებით, ჯეჯილი ველზე ისე დგას, ლამის ბინდში გადადნეს იდუმალებით.
არც ცაცხვის ტოტი, არც ალვის ტანი, გარინდებული ტყე არ ირყევა, არც კაეშანი.
წამწამზე უთრთის ნეტარი ძილი, კიდით-კიდემდე მიწას მთვლემარეს იხვევს დუმილი.
ვერცხლისფერ შუქში გახვია ველი, ტბას დააფრქვია შუქი ნარნარი, შუქი შიშველი.
უმჩნევი ფიქრი და ცრემლთა ფრქვევა, და ეს დუმილი, ვფიქრობ, არასდროს, არ დაირღვევა, გამოირკვევა. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |