- ნეტა, ე წყალნ თავქვ რად მიდიანავ, - ჩვენაც ჩავუყვებით წყალსავითა, მოდი, აეს ყანწიც გადამისვი, არაყათ კიდევაც ამავიტან.
კლოვ გავუგონთდებით, არახელა. ეს თქვა,წეკვა ჩუმად გაახვია, ბოლ სულში ეცა და ჩაახველა.
დიაცმ, აღარ შასვავ დამაფიცა, ეხლა აღარვინ მყავ დამფიცები, აი ზენ აყრავა კუთვნილ მიწა.
- ესივ შაუნდნასავ შამამბრუნავს, იმდენ მინახავო ცხოვრებაში, ამ გულს, ვეღარავინ გამიკურნავს.
უკვე ჩამოთეთრდა მთების წვერებ. სოფელს ორ კინკილა შავსჩენიორთ, აბა შვილ-ზლებს აქ რა გააჩერებს.
თმასაც გაერია თოვლისფერა, აღარც სიკვდილ-ოხერ აღარ მადის, ნეტა ღმერთმ როდისად დაგვიწერა.
ცეცხლზე შეჰყინვოდათ ორთავ მზერა და არც გაუგიათ ფიქრში წასულთ, მზე როდისღა ამოემთისწვერათ. |