კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ტკივილის მეტი

რა ვიცი 

წყალიღა დამრჩა სისხლიდან...

შენი შიშველი ლავიწი

ახლა სხვა მზერას ისხლიტავს!..

მე კი ვწერ,

ვსვამ და

ვთამადობ,

ისევ წაგებულ ომში ვარ...

...მხარზე რომ თავი დამადო

ისევ პურივით მომშივა...

ისევ არამად

გამომხმარ

წლების ქარავანს მივდენი,

ნატვრამ რაც უფრო გამომხრა

გინატრე ორი იმდენი!

ის ცოცხლობს,

რაც რომ გადაჰყვა

იმ წლების შხამს და სიფიცხეს...

...მე კი სიცოცხლის გადაღმა

ვწერ,

ვსვამ,

გნატრობ და...

გივიწყებ...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ვასილ ბესელია  • • •   ვასილ ბესელიას პოეზია

მსგავსი თემები