ქალავ, გიხდება ქამარი, ვერცხლის ზიდები წელზედა, ისე მშვენივრად დაიდიხარ, ვით წყაროს წყალი ქვებზედა. ნეტავიმც ერთად შეგვყარა, ხელი მოგხვიო წელზედა.
რად არ მამყვები მთაშია, ბუნების მეჯლისს გაჩვენებ ყვავილს ჩაგიწნავ თმაშია, ღმერთი იწამე ნუ დგები ქალავ ჩემ ცოდვა-ბრალშია.
დამწუნელი ვარ ლოდინის, მოდი თუ მომავალი ხარ დაიწვას შენი ლოდინი, თუ ამაღამაც არ მახვალ, მიწამ დაგიგოს ლოგინი. |