კაცო, ტყეს რატომ მიფუჭებ,
შენი თუ მართებს ვალია?!
რატომ სჭრი დაუზოგავად?
რატომ გამიხდი შარია?
შენ თუ მარგილი გჭირდება,
ამ ტყისა რაღა ბრალია?!
ტყესაც აფუჭებ, მიწასაც,
არ მოვა მოსავალია...
ტყეს ნუ მიფუჭებ ძმობილო,
ტყე საქართველოს თვალია!
გალაკტიონ ტაბიძე - მზის ამოსვლა
გურამ პეტრიაშვილი - ბაჭია
მზია ჩხეტიანი - მოდი, ჩამოვსხდეთ!
ჯანსუღ კორძაია - და კვლავ ისე შევდივართ...