მე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ ვფიქრობ და თითქოს დღეა მზიანი ძვირფასო მოსვლა რად გაგიძნელდა ძვირფასო რისთვის დაიგვიანე,
ახლა ქარები არხევენ ტირიფს მე შენ გიამბობ ჩემს ტრაგედიას და როგორც ბავშვი დავიწყებ ტირილს,
შენ მოხვალ ჩემთან თეთრი ხელებით მოხვალ დაღლილი მეტყვი-როგორ ხარ? მოხვალ და ვიცი მომეფერები...
ღამე სასტიკი და ულმობელი და ეს თვალები, ჩემი თვალები ლურჯი თვალები, ისევ მოგელის... |
პოეზიის გვერდი • • • • • • ტერენტი გრანელის პოეზია |