- რად მოფრენილხარ, შოშიავ, შენ ასე ადრიანადა? - რა ვქნა, ვერ ვძლებდი, სულ მუდამ ვიყავი დარდიანადა.
სულ აქეთ მეზიდებოდნენ, სამივე ერთად ტოკავდნენ, ქერქში აღარა დგებოდნენ.
აქ კიდევ დამიხვდებოდა, შემაწუხებდა შიმშილი და კიდეც შემცივდებოდა.
არ შევუშინდი ზამთარსა და მოვატანე კიდევაც ჩემი სამშობლოს მთა-ბარსა.
ფრთებსა შლის ჩემი გუნება; თვალს იფშვნეტს ნამძინარევსა, იღვიძებს, დგება ბუნება.
მორბიან, მოიმღერიან, ამსხვრევენ ყინულთ ბორკილსა, ველთა სიმწვანეს ელიან.
ფრთების ქნევით და სტვენითა, ვახარებ დიდს და პატარას მის მოსვლას ტკბილის ენითა.
გული სულ არა დგებოდა, იქ მუდამ დარდში მყოფელსა აქ შვება მელოდებოდა! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |