ის გაზაფხული სხვა იყო, რადგან ტკბილად მღეროდა გულიც, ბუნებაც, ეხლა ჩვენს შორის ზამთარი ჩადგა და აღარ ველი შენს დაბრუნებას.
მარტო ვარ ქვეყნად, მარტო სრულებით, ჩემს გზაზე შენი ჩრდილი რომ დარჩა, იმ ჩრდილს დავდევ და ვეჩურჩულები.
დედოფლად გრთავენ ქვეყნის მხატვრები. მე ხომ უცხო ვარ, შენ ხომ სხვისი ხარ და მაინც ასე რად მენატრები! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |