მორჩილებს ყველა წუთი და წამი, გაფოფრილია წვიმად, ქარებად... არ გახლავთ ძნელი შემჩნევა ამის - დრო გარბის, თანაც, არ ეჩქარება.
არვინ მეგულვის უფრო მდიდარი, ირგვლივ რაც დგას და რაც ალაგია - კენჭიც, სასახლეც, სულ მისით არი.
ვერ-რა შებორკავს რკინისმკერდიანს; ყოველთა გულის განაგებს ძგერას, სამადაც დაყოფილი, ერთია.
არ დაელევა გადასაჯეკი; ძეხორციელი ვერ იგებს გზა-კვალს, სად მიმოფანტავს თავის დაჩეკილს. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ემზარ კვიტაიშვილის პოეზია |