კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

 ვითა პეპელა

 არხევს ნელნელა

 სპეტაკს შროშანას, ლამაზად ახრილს,

 ასე საყურე,

 უცხო საყურე,

 ეთამაშება თავისსა აჩრდილს.

 ნეტავი იმას,

 ვინც თავისს სუნთქვას

 შენსა ჩრდილშია მოიბრუნებდეს!

 შენის შერხევით,

 სიო-მობერვით

 გულისა სიცხეს განიგრილებდეს!

 ჰოჲ, საყურეო,

 გრძნებით ამრევო,

 ვინ ბაგე შენს ქვეშ დაიტკბარუნოს?

 მუნ უკვდავების

 შარბათი ვინ სვის?

 ვინ სული თვისი ზედ დაგაკონოს?

 

პოეზიის გვერდი   • • •   ნიკოლოზ ბარათაშვილი - ლექსები  • • •   ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზია

მსგავსი თემები