კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

მიაცილებს ცეროდენას

ვარდ-ყვავილთა ქარი,

- მობრძანდიო, - ელოდება

ჩვენი სკოლის კარი.


უცდის მერხი, ელის კლასი:

- როდის მოხვალ, როდის?

ოღონდ ზარი მოკისკასე არ

დაუწყებს ლოდინს.


- წამოხტომა ადრე უნდა! -

დონდლოს ეტყვის ზარი, -

ოი, მართლა ძილისგუდავ,

კლასში შეგასწარი!


ბურთის თამაშს გადაჰყვები?

გერეკება კლასში,

შენ რომ გინდა მალაყები,

არ დაგაცლის მაშინ!


თუ გაკვეთილს კარგად უსმენ, -

ვერ იგრძენი დაღლა...

რეკავს: - გარეთ გამოფრინდით,

დავისვენოთ ახლა!


ზოგჯერ მართლა სანატრელი,

ზოგჯერ აბეზარი,

პაწაწინა მეგობარი -

ჩვენი სკოლის ზარი.

მსგავსი თემები