კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

თარგმნა: მურმან ლებანიძემ

 

ხელ-ფეხ გაუნძრეველთა

დინასტიის გარშემო

ვყვები, არც რას ვამატებ,

არც რას ვაკლებ, ბავშვებო!

რიცხვით პირველ ხელმწიფეს

ერქვა უქნარ-პირველი;

უქნარ-პირველს შეემთხვა

საქმე გასაკვირველი:

დაიბადა თუ არა,

შეეყარა იმ წუთში

ძილის ავადმყოფობა,

ანუ თვლემა-ძილქუში.

ოც წელს მართა ქვეყანა,

ხვრინვით აამქუხარა,

დაუტოვა სამეფო

პირმშოს, მისებრ უქნარას.

ეს მეორე უქნარაც

ტახტზე თვლემდა მეტწილად,

ხალხებს წყნარად მართავდა,

ეძინა და ეძინა.

მასაც ვაჟი ეყოლა,

მეფედ დასვა მხარეში.

ერქვა უქნარ-მესამეს

მეტსახელად "ბალიში".

ფეხქვეშ უქნარ-მეოთხე

თბილ აგურებს იწყობდა,

ზარბაზნების გრიალშიც

ტკბილი ხვრინვა იცოდა.

შემდეგ უქნარ-მეხუთე

ცხოვრობდა და მეფობდა,

მეტსახელად "ზლაზნია"

ფეხზე ძლივსა დგებოდა.

ფერდში ჰკრავდნენ მუჯლუგუნს

(ზედ კიბეზე წვებოდა)

ერთი საფეხურიდან

სხვაზე ჩაცოცდებოდა.

მეფე უქნარ-მეექვსე

ლეიბისთვის კვდებოდა,

ას თოთხმეტი ლეიბი

ზუსტად უნდა ჰგებოდა.

მეფე უქნარ-მეშვიდის

ღვაწლი ისე დასრულდა,

ეძინა და ეძინა -

გაღვიძება არ სურდა.

ხოლო მერვემ შეცდომით

რაკი მეცხრე დაირქვა,

მისი ვაჟი მეათედ

იქცა, აბა რა ექნა!

იმ მეათემ ქორწილი

ქნა და, თუმცა ეძინა,

დედოფალმა ჩვიდმეტი

დოყლაპია შესძინა.

მეათესაც ეძინა,

სხვა სიამე არ სწამდა,

ვინც კი გააღვიძებდა,

ყბაში სილას აწნავდა.

მეთერთმეტე სიზანტით

სელაპს ედარებოდა,

ზარმაცს თავის მოფხანაც

თურმე ეზარებოდა.

"ამ ჩემს ფეხებს" - რაკი მუდამ

ეს სიტყვები ესმოდათ,

ქვეყნის ისტორიაშიც

"ამ ჩემს ფეხებს" ეწოდა.

- ამ ჩემს ფეხებს სხვისი ჭირი!

ქვეყნის უამინდობა,

- ამ ჩემს ფეხებს ომი და

ამ ჩემს ფეხებს მშვიდობა!

უცქეროდა ამრეზით

არა მარტო ლობიოს,

არა მარტო ძაღლს და კატას, -

კაციშვილს და მსოფლიოს...

არაფერი არ უყვარდა,

არაფერი არ სწამდა,

გადაშენდა უძეოდ,

მოუსავლეთს წაბრძანდა.

მსგავსი თემები