ზვირთები მოდუდუნებენ, ჭალები ბუჩქნარეობენ, ხშირნი ლამაზთა კიდეთა მჩქეფრად მდინარის ქსნისათა.
მდინარის პირზედ ზის იგი, ხელთა ჩონგურის მპყრობელი; გიშრისა თმანი ნაშალნი ჰშვენიან სპეტაკს საცმელსა, და დამღერს იგი საკვდავად, ცხარეთა ცრემლთა მდენელი:
მოასვენოთ ეზდენ სული? რა გარგოთ, რომ შეიშურეთ უბიწოო სიყვარული?”
აგრე როგორ შეიცვალე, რომე ტრფობა ჩვენი ამ ხნით მას აგრე მსწრაფლ ანაცვალე?”
მე შენი ვარ საუკუნოდ? სიყმაწვილეს რად მილხენდი, თუ მოჰკლავდი ასე უდროდ?”
უმანკო და უზრუნველი? რად დამიჭკნე მე ყვავილი ყმაწვილობის, ჯერ უშლელი?”
რომე არის სხვა სოფელი; ოდეს სცნა, რომ ვარ უბრალო, მოვედ, მოვედ, მუნ მოგელი!”
ქეთევან ჰაეროვანი, ქეთევან, ნაქები გულით, ნაქები მშვენიერებით!
მეც ამატირა მის მხვედრმან, მაგრამ ვერ ვეცი ნუგეში: ქეთევან შუა ქსანშია მარად შეერთო ღელვილი; მხოლოდ ისმოდა სახელი ამილბარისა ზვირთებში! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზია |