კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ჩემი ბავშვობის დროინდელი ნაზი ქალები

მათი ფრიალა და მსუბუქი კრეპდიშინებით,

დაუკითხავად შემოდიან ახლაც სიზმრებში

მარაოების შერხევითა და გაცინებით.


და, როგორც მაშინ, დაყვავებით მეფერებიან,

მჩუქნიან ნაყინს და დედობრივ სურნელში მხვევენ,

მერე კი წავლენ სადღაც შორეთს, თუ მაღლა - ცაში

და უხილავი რაღაც ძალით მეც იქით მწევენ.


ჰოი, სურნელით მათრობელა კრეპდიშინებო,

სიზმრები თქვენით იყო სავსე პატარა ბიჭის,

უერთდებოდით წიგნებიდან გადმოსულ ფერებს,

ვით ღამის ნისლი და ვით სუნთქვა ციური ნიჭის.


პოეზიის გვერდი • • • პოეზია - გურამ პეტრიაშვილი • • • გურამ პეტრიაშვილის პოეზია/პროზა

მსგავსი თემები