კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

პატარა, სულელ ვიოლინოებს

ვიოლონჩელო მფარველობს დიდი,

ის ასაკითაც უფრო დიდია,

ცხოვრების მცოდნეც და უფრო მშვიდი.


და ერთიც: იგი თავის სიცოცხლეს

ატარებს ქალის ნაზ ფეხებს შორის,

მყნოსავი ნატიფ სურნელებათა

და არა რაღაც ოფლის და შმორის.


ერთი შეხედვით, არცა ჩანს მისი

ვიოლოებთან ურთიერთობა,

ძალიან მოსწონს, რომ ეს ასეა

და ალბათ ამით კიდეც ერთობა..


ხან დიდ ავტორს რომ არც უფიქრია,

„ჩელომ“ რომ რამე უთხრას პატარებს,

იგი შეფარვით და იდუმალად

აქ თავის სათქმელს გამოატარებს...


და ვინმეს თავში თუ მოუვიდა

და ორკესტრიდან გარიცხა „ჩელო“,

ობლად დარჩენილ ვიოლინოებს

ცრემლს ვერ შეუშრობ, ქვეყანავ მთელო.


პოეზიის გვერდი • • • პოეზია - გურამ პეტრიაშვილი • • • გურამ პეტრიაშვილის პოეზია/პროზა

მსგავსი თემები