სიცოცხლე მთების გადაღმა მიქრის, თვალი ყოველის ნახვას ინელებს, ვდგავარ და მზეთა ამოსვლას ვითვლი, აღმოსავლეთით ველი სიბერეს.
როცა ცხოვრებით დაღლილ ვიქნები, მოვლენ, მომთხოვენ პასუხისგებას ლექსები - ჩემი ყრმობის ფიქრები.
და გულში მქონდა პატარა სევდა, უნაზეს თვალებს ვერ გავექეცი და სიყვარული ფეხდაფეხ მდევდა.
ერთხელ ლექსებშიც მოვა ანთება, ახალგაზრდობა დაიწყებს სიცილს, კაცს სიყვარული დაემართება.
თვალი ყოველის ნახვას ინელებს, ვდგავარ და მზეთა ამოსვლას ვითვლი, აღმოსავლეთით ველი სიბერეს. |