წავალ სადმე, მოვაშენებ ბოსტანს, გამოვიყვან კომბოსტოს და ჭარხალს, გადავთარგმნი შექსპირსა და როსტანს, ან პოეტებს გავეცნობი ახალს.
დილით ადრე წამოვხტები ზეზე, გრილი სიო მომიყვება ზღაპარს, და ბებერ ძვლებს გამოვიშრობ მზეზე.
დავივიწყებ სინანულს და წყენას და მოსმენილ სოფლელების შაირს დავუბრუნებ ლექსის სახით ენას. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |