ჭუპა-ჭუპა! წყალი მალე!
თავი უკვე დავიბანე,
უჰ, რამდენი ქაფი დადგა,
შიგ ყელამდე დავიმალე!
თურმე ჩემი თოჯინა
ძლიერ დასაბანია.
დაბანა რომ არ უყვარს
განა დასამალია?
როგორ მოთხუპნულია,
სად იარა, სად არა!
ბანაობა გაამოს,
სუქდი, სუქდი, პატარავ!
მარიამ წიკლაური - არაფერი არ მინდა...
ანა კალანდაძე - ო, მე კი არა, გული ხარხარებს
ტარიელ ჭანტურია - სიყვარულის ზიარჭურჭელი
ვაჟა-ფშაველა - ახ, ნეტავ, გულით რაც მინდა