ვუსმენ რექვიემს და ვფიქრობ მზეზე, მორჩა ღამეებს ვეღარ ვენდობი, ცა დაიწვება და შუადღეზე, გადაჭრელდება ვნებით ფერდობი...
მერცხლები ღრუბლებს შეესევიან, თითქოს ჩაუბამთ ალვებს ფარხული, და ერთმანეთის ტრფობით ტკბებიან...
შუა ქუჩაში უკრავს ორკესტრი, ეს რექვიემიც მკლავმოწყვეტილი, არის ფრაგმენტი ძველი კონცერტის...
კარს არ გავაღებ, კარს არ გავაღებ, მე ვერაფერი ვერ მოვასწარი, შენც არაფერი შემომთავაზე...
და ღამე ფიქრობს თვალის გახელას, მწვანე ლარნაკში ჭკნება ტიტები, და ვიღაც ცდილობს ჩემს გადარჩენას... |
პოეზიის გვერდი • • • • • • თამაზ მეტრეველის პოეზია |