კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

წვიმა ეყრება სახეს ჭორფლივით,

ცრის და არ აცლის ღაწვებს გაშრობას.

ოდესღაც მწვანე და შეფოთლილი,

იგონებს ბაღი თავის ბავშვობას.


მეც მახსოვს ის დრო... „ - შვილო, მოიცა,

არ დამეკარგო...“ - დიდედა მთხოვდა.

საღამო იყო,

და საღამოს ცა

აკაციების ყვავილებს თოვდა...


მე ისიც მახსოვს: სიო აშარი...

რაღაც ქაღალდი გაკრული ხეზე...

გოგონა იდგა დედის თავშალით

და იქვე ძაღლი თბებოდა მზეზე...


ეხლა კი, დამჭკნარს და ფერით ნაკლულს,

წვიმა არ აცლის ღაწვებს გაშრობას...

დავდივარ,

ვეძებ ბაღში დაკარგულ

ერთი მელექსე კაცის ბავშვობას.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მიხეილ ქვლივიძე  • • •   მიხეილ ქვლივიძის პოეზია

მსგავსი თემები