კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

დაღამება სევდას მიქსოვს,

გული რითი გავართო,

დავჯდები და დავწერ ბარათს,

ისევ უმისამართოდ.


ჩემი ლექსი თვით მოგძებნის, 

ვერსად დაემალები, 

მისამართად ეგულება

შენი გიშრის თვალები.


მას რად უნდა ქუჩის სწავლა,

შენი სახლის ჩვენება,

ვით მერცხალი თავის ბუდეს,

მოვა, მოგეფერება.


გახსნი ბარათს, წაიკითხავ,

წარსულს დაუბრუნდები,

მაგრამ ისევ გონს მოგიყვანს

სინამდვილის ხუნდები.


რა მწარეა მოგონება

დღეთა გარდასულისა,

რა ძნელია დაოკება

ვნებააშლილ სულისა...


და როცა ქალს ვნება ახრჩობს,

გული რითი გაართოს,

ჟინიანად დახევს ბარათს,

მაგრამ... უმისამართოს.


დაეძებ და ვერ იპოვე,

გაგიცრუვდა მიზანი,

მე კი გულის გასართობად

კიდევ გამოგიგზავნი.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - პეტრე გრუზინსკი  • • •   პეტრე გრუზინსკის პოეზია

მსგავსი თემები