ააწრიალებს სულს უშენობა და შემოდგომის ნაზი ფერები, ვიცი, ქარვისფერ ღამეს გაათევ და სიზმარშიც ვერ მოგეფერები...
მაგრამ გახედე, ზღვაზე ნისლია... ვითვლი უთვალავ დღესა და ღამეს - ძველ დარდისათვის ვერ მომიცლია!
რომ არ არსებობს ქვეყნად არავინ ბოლომდე მოჰყვეს ძვირფასი კერპი გაუკაწრავი, გაუბზარავი...
თქვი, რომ შეიკრა პირი იარამ... ეს მე ვიყავი - ზღვის მონატრება - შენს სიზმარში რომ გადაიარა.
ცად გაკიდული თეთრი თოლია... ხომ ხედავ, შუქი იმ შემოდგომის როგორ ფეხდაფეხ გამომყოლია.
მკლავს ნაწვიმარი ზეცის ფერები ვიცი, ქარვისფერ ღამით დამთვრალი ყველა სიზმარში მე მეფერები... |
პოეზიის გვერდი • • • • • • ტერენტი გრანელის პოეზია |