ფრინველებში შაშვი მიყვარს, შაშვი მებულბულება. ბულბულს შაშვი მირჩევნია, კაცია და გუნება.
რაღა მერანუნება... მაინც ყველას მირჩევნიხარ... კაცია და გუნება.
ან რა დაეწუნება, ზოგს კი ბანოვანი მოსწონს, კაცია და გუნება.
სხვაც ბევრია ცდუნება, ფშაველა კი ცეცხლს მიკიდებს, კაცია და გუნება.
განა გამემტყუნება? გულმოკლული უფრო მიყვარს, კაცია და გუნება.
ვერ გადახვალ ბუნებას, ზოგი გმტრობს და ზოგს უყვარხარ, კაცია და გუნება. |
პოეზიის გვერდი • • • • • • შოთა ნიშნიანიძის პოეზია |