კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ღრუბლები თრთოლვით მიხმობენ მაღლა

და დასადნობად თრთიან აფრები,

მხოლოდ ფრთებია საჭირო ახლა,

მხოლოდ ოცნება, სხვა არაფერი!


სრულად სრულდება სურვილის სოლო,

და ტაძარივით სივრცე იღება,

ახლა გულია საჭირო მხოლოდ,

სხვა არაფერი, მხოლოდ სიმღერა!


ციდან ეშვება იმედის კიბე,

ცისფერი, როგორც თავგამეტება,

მაგრამ ო, სხეულს წონა აქვს ვიდრე,

სულს ლაჟვარდებში გზა არ ექნება.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მორის ფოცხიშვილი  • • •   მორის ფოცხიშვილის პოეზია

მსგავსი თემები