შენ სიყვარულმა აღგამაღლა აღსავლის კარად და ოცნებებში მოგანიჭა ყველა უფლება. მისგან ავდარიც გეჩვენება საამო დარად და უმწიფარი ძახველიც კი გეალუბლება.
და საყვარელი არსებისგან იგრძნო ღალატი. ეცადე, ამით არ დაემხოს ტაძარი შენი და ვერვინ გწამოს, თითქოს რწმენას ეჭვით ჰბღალავდი.
და უფრო მძაფრი, თუ განცდები გაწევს ლოდებად. სიყვარული ხომ საცალფეხო ბეწვის ხიდია, რომლის გადაღმა შენ არავინ არ გელოდება.
მას დასძლევ, თუკი შენი მრწამსი ჭეშმარიტია! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |