ყველას ვიღაცა გვიწოდებს ლამაზს, ხან გარეული, ხან შინაური, ყველა ადვილად მიხვდება განა, ხუმრობაა თუ ქათინაური.
გზა არის დიდი, ვინმე ვინმესთვის არის იმედი, განა ყოველთვის სიმღერით მიდის სიჭაბუკიდან გზა სიბერემდი.
ჩემთვის ვინც არის კაცი უგულო, არის სხვა ქალი - ვინც წლობით უცდის, და საწუთროში მისით სულდგმულობს.
დაუსვამ წერტილს, სახეს ღრუბელით ჩამოიქუფრებ, და მაინც სადმე სიყვარულს შენს წილს იპოვი, როგორც გრემის სიტურფეს.
შემთხვევით, მოკვდები, როგორც ზამთრის ცივი დღე, ხან უცხოს სადმე შეეფეთები და მთელ სიცოცხლეს ვეღარ ივიწყებ.
რაღაც სიკეთით ყველას მოგვმადლის, იმედის ზღვაში თეთრი აფრებით ვტივტივებთ, როგორც შორი ხომალდი.
ხან გარეული, ხან შინაური, ყველა ადვილად მიხვდება განა, ხუმრობაა თუ ქათინაური. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |