შენი სარკმელი - ბუდე ამურის, კაკანათი და ოქროს დილეგი. შიგ ჩიტებივით ბევრჯერ გაბმულან ჩემი სიზმრები და სურვილები.
ერთი პაწია ყანჩის ფიტული მეჩვენებოდა ბროლის კოშკივით, ზედ ცაზე იყო გადმოკიდული.
ჩამოგიშვია როგორც რიჟრაჟი, მეც ამოვსულვარ შენთან მალულად, ჰო, ამოვსულვარ ოღონდ... სიზმარში...
და ძველი სუსხით შევირთვილები, დამესევიან და გამძიძგნიან ძველი სიზმრები და სურვილები. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |