თვალი გავადევნე შუაღამით, გამოცნაურება მომერიდა, მთვარედავსებული, შუბლმაღალი ევა მოდიოდა ოპერიდან.
და ჩემს ოცნებაში აშიშვლებდა, ფეხქვეშ დათოვლილი ფილაქანი ფილებს უკვნესებდა კლავიშებად.
ხვედრი უდაბნოში წაქცეულის, დამრჩა ბიბლიური თვალებიდან შუქი უთვალავი ასწლეულის.
შრიალს საგალობლად გამოსცემდა და მე ვზეიმობდი კმაყოფილი - კვლავ რომ შემძლებია გაოცება. |
პოეზიის გვერდი • • • |