ნეტამც რისათვის, ნეტამც რისათვის იყო სასტიკი და უმადური! - საყურისათვის, საყურისათვის, ნემსით დაჩხვლიტეს ყური ვარდული!
ვინ არ დაინდო? ვინ გაიმეტა და არ ინანა? მაგრამ ალმასად ცვარი აინთო, საყურის თვალში ჩაჯდა სხივნარა.
ეგებ, შენ იყავ, მდუღარებაში ქცეულო ცეცხლად: მაშ, უკვდავება შენი გამიყავ, რაც ოქროდ სჭედე, რაც დაგივერცხლავ!
გულის ნამწვავო. მიცვლილ ოცნების ანაპერწკლებით, იქნება უნდათ, რომ გამამწარონ, არ მომცენ სხივნი, მომცენ ეკლები?
იქნებ, ვიცი მე სიყვარულიც და ძველი მტერობაც, ვიცი, რად ბრწყინავს, თუ რად ციმციმებს საყურის ნაზი უდარდელობა!
სევდის ნისლები, შენი ნათელი გადამახურე, ვიდრე სიმღერით არ დავიცლები, და სიყვარულით... - ჰოი საყურე! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |