კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

მდინარის ფსკერზე თეთრი ქვა ეგდო,

შორიდან იგი მოჩანდა ლოდად.

რომ ამოვიღეთ გავოცდით ერთობ

შეხედულება პატარის ქონდა:


პატარა იყო და მძიმე იყო 

და არა დიდი და არა მჩატე...

ვზივარ ნაპირზე და ჩემთვის ვფიქრობ

ამ ქვის ამბავი მახსენებს რამდენს,


ასე რად არი დედაბუნებავ,

რასაც კი ვწვდებით, გვიკარგავს იმედს

და ხელთა გვრჩება როგორც ცდუნება,

რაღაც პატარა და რაღაც მძიმე.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შოთა ნიშნიანიძე  • • •   შოთა ნიშნიანიძის პოეზია

მსგავსი თემები