წვიმს და... შავად შენისლულან მთები, წვიმს და... წვიმამ აღარ გადაიღო, იქნებ მართლა აღარ შევრიგდებით, იქნებ მართლა განშორება იყო?
იქნებ მართლა უჩემობა გიჯობს, იქნებ მართლა გაქრა სიყვარული, იქნებ მართლა შემიძულე, ბიჭო?
დამგმე, როგორც მოღალატეს გმობენ, თუ მე თვითონ გაგექეცი ქარში და "დაბრუნდი" - ვეღარ გავიგონე.
განზე მდგარი ხე ტირის და მიხმობს, - ნუთუ მართლა აღარ დაბრუნდები? ნუთუ მართლა განშორება იყო? |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |