ჩემი სიცოცხლე მიიწურა, მწუხრი ახლოა, აქ, ამ ქვებს შორის, სადღაც ჩემი სამოსახლოა.
აღიმართება პატარა ჯვარი, უბრალო, სადა, და ჩემს სახსოვრად სააქაოს სხვა არაფერი არ დარჩება ამ ჯვარის გარდა.
მოსაგონებლად გარდასულ დღეთა, შენ ხომ სულ ბავშვი მოხვედი ჩემთან, გახალისებდა შრიალი ხეთა...
და სავალალოდ, პატარავ, ჩემდა, ნაგვიანევად მოსულო ჩემთან, შენ მაგრძნობინე მე სიმძიმე გარდასულ დღეთა... |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |